აპრილში მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტს ხელახლა წარუდგინა კანონპროექტი უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ“. ინიციატივა უცხოური გავლენის გამჭვირვალობის მიზნით არეგულირებს სუბიექტის უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციას და მისი საქმიანობის გამჭვირვალობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

2023 წელს, „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრებისგან შემდგარმა საზოგადოებრივმა მოძრაობამ (დღეს პარტია „ხალხის ძალა“ — ავტორის კომენტარი) წამოიწყო კანონპროექტი „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“, რომელსაც მხარი საპარლამენტო უმრავლესობამ დაუჭირა. ამ კანონპროექტმა გამოიწვია მწვავე საჯარო განხილვები, რასაც მოჰყვა საქართველოს ხელისუფლების კრიტიკა, რომელშიც ჩართული იყვნენ როგორც ადგილობრივი აქტივისტები, ასევე ექსპერტთა საზოგადოების წარმომადგენლები, და უცხო ქვეყნების წარმომადგენლები.

7 მარტს კანონპროექტი „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ პირველი მოსმენით მიიღეს. ოპოზიციამ და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა შეძლეს საპროტესტო აქციების მობილიზება, ხოლო ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების მხარდაჭერის მეშვეობით აიძულეს მმართველი პარტია მიეტოვებინა ინიციატივა, რამაც მეორე მოსმენით მის ჩავარდნაში გამოიხატა. შედეგად, საქართველოს მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ კანონპროექტმა შეასრულა თავისი ფუნქცია და ქართულ საზოგადოებას დაანახა ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების რეალური სახეები, შესაბამისად, აღარ იყო საჭირო მსგავსი კანონპროექტის მიღება ან მომავალში დაინიცირება.

ერთი წლის შემდეგ ქართული ოცნება ამ კანონპროექტს გარკვეული ცვლილებებით დაუბრუნდა, და ეს არც არის გასაკვირი. პირველ რიგში, პარტიის წარმომადგენლების თქმით, ისინი მოატყუეს არასამთავრობო სექტორის ლიდერებმა და უცხოელმა პარტნიორებმა, რომლებიც საქართველოში დაფინანსებისა და პროექტების უფრო მეტ გამჭვირვალობას ჰ პირდებოდნენ. მეორეც, ქართულ ოცნებას ძნელად შეიძლება ვუწოდოთ პრინციპული და თანმიმდევრული პოლიტიკური ძალა, რომლის პოლიტიკურ განცხადებას აქვს ღირებულება. საქართველოს მმართველი პარტია სტრატეგიულად ელოდება და აქვეყნებს ინფორმაციას, როცა ემსახურება მის ინტერესს შეინარჩუნოს და გააძლიეროს თავისი გავლენები საზოგადოებაში.

რატომ გახდა კანონპროექტი კვლავ მნიშვნელოვანი ქართული ოცნებისთვის?

2023 წლის მარტის მოვლენებმა გამოავლინა მმართველი პარტიის სისუსტეები, რომელიც ისედაც ცნობილი იყო, მაგრამ საჯაროდ არავინ აღიარებდა. ძირითადად – ახალგაზრდული პოლიტიკისა და ქვეყნის მომავალ ინტელექტუალურ ელიტასთან კომუნიკაციის ნაკლებობა. 2012 წლიდან ახალგაზრდები არიან ოპოზიციური პარტიების, უცხოეთის მიერ დაფინანსებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ევროპული და ამერიკული ორგანიზაციების წყალობაზე, რომლებიც სთავაზობენ განათლებას, ცხოვრებისა და საქმიანობის ღირსეულ პირობებს საზღვარგარეთ ან საქართველოში.

ეს ყოველივე მოხდა იმის მიუხედავად, რომ პოლიტიკურად აქტიური ახალგაზრდები თავდაპირველად 2012 წელს ქართული ოცნების პოლიტიკური კამპანიის მამოძრავებელი ძალა იყვნენ. არჩევნების შემდეგ საზოგადოების ეს ნაწილი პრაქტიკულად დავიწყებას მიეცა და სივრცე, სადაც სახელმწიფოს შეეძლო ახალგაზრდებთან ურთიერთობა, მმართველი პარტიის პოლიტიკურმა კონკურენტებმა და სხვა სახელმწიფოებმა შეავსეს. 2023 წლის მარტის საპროტესტო აქციების დროს „ქართულმა ოცნებამ“ მოიმკა ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით უყურადღებო პოლიტიკის ნაყოფი, ვინაიდან მთელი ძალისხმევა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და მასთან ასოცირებული პარტიების თუ არაკომერციული ორგანიზაციების დისკრედიტაციაზე იყო მიმართული.

ამ ფაქტორით გამოწვეული პრობლემები ადრეც იყო, მაგრამ მეტ წილად უკავშირდებოდა საპროტესტო გამოსვლების დროს ნეგატიური ემოციების კოლექტიურ აფეთქებას. ვითარება შეიცვალა უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდგომ, და თბილისის ბრიუსელთან და ვაშინგტონთან ურთიერთობებში დაძაბულობის თანდათანობით გაზრდისთანავე. რაღაც მომენტში მმართველმა პარტიამ დაიწყო დასავლელი დიპლომატებისა და პოლიტიკოსების საჯაროდ კრიტიკა, ალაპარაკდა საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფაზე და დასავლელი პარტნიორების მიერ სახელმწიფოს საშინაო საქმეებში ჩარევაზეც კი. საჯარო უთანხმოებები შეეხო აშშ-ისა და ევროკავშირის ყოფილ ელჩებს საქართველოში, ხოლო აშშ-ს ახალი ელჩის რობინ დანიგანის ჩამოსვლისთანავე საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა USAID-ს რადიკალური პოლიტიკური ჯგუფების მხარდაჭერასა და დაფინანსებაში დასდო ბრალი.

უკრაინაში შექმნილმა ვითარებამ, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ზეწოლამ და ოდიოზური პოლიტიკური ფიგურების მხარდაჭერამ ფაქტიურად განაპირობა ის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოების მოთხოვნაზე საპასუხოდ გადაუხვია პრინციპიდან „ევროპული ინტეგრაცია ნებისმიერ ფასად“ და მივიდა პრინციპამდე სახელმწიფო სუვერენიტეტი და ეროვნული ინტერესები უპირველეს ყოვლისა“. ნებისმიერ შემთხვევაში, მმართველი პარტია ამ პრინციპს გადასცემს საზოგაოდებაში და ცდილობს შექმნას პარტიის პოლიტიკური იმიჯი, რომელიც აკმაყოფილებს ქართულ საზოგადოევაში ბოლო წლების განმავლობაში შექმნილ მოთხოვნებს.

„ქართულ ოცნებას“ აქვს საკმარისი რესურსი სენტიმენტების შესასწავლად და პოლიტიკური ძალაუფლების შესანარჩუნებლად. კანონპროექტი „გარე გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მხოლოდ ინსტრუმენტია, რომელიც მმართველ პარტიას საშუალებას აძლევს გააერთიანოს საზოგადოების ნაწილი, რომელიც იმედგაცრუებულია უცხოელი პარტნიორებით, და ქვეყნის განვითარებას საერთაშორისო პოლიტიკის სუვერენული სუბიექტის სტატუსში ხედავს.

მიიღება თუ არა კანონპროექტი, ეს მეორეხარისხოვანი საკითხია, ვინაიდან საქართველოში ნდობა არაკომერციული სექტორის მიმართ არც თუ ისე მაღალია. მოსახლეობის უმეტესობა სკეპტიკურადაა განწყობილი, რაც გამოწვეულია სამოქალაქო საზოგადოების როლისა და ფუნქციების გაუგებრობით. კანონპროექტის ინიცირება მეტწილად უკავშირდება მმართველი პარტიის პოლიტიკური ნებას მოახდინოს საჯარო სივრცის სტრუქტურირება იმავე პრინციპებით, რომლითაც ფუნქციონირებს სახელმწიფოს საჯარო სამსახური — ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა.

რატომ არის კანონპროექტი მნიშვნელოვანი ოპოზიციისთვის და პარტნიორებისთვის?

როცა ქართულ ოპოზიციაზე საუბრობენ, ხშირად გულისხმობენ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას და მასთან აფილირებულ მცირე პარტიებს. თუმცა, საქართველოს პოლიტიკური ლანდშაფტი ბევრად რთულია. იდეოლოგიური უთანხმოება დამახასიათებელია ქართველ ლიბერტარიანელთა „გირჩისა“ და „კონსერვატიული მოძრაობისთვის“, ხოლო სხვა პარტიები მეტ-ნაკლებად საერთო კოორდინატულ სისტემაში ეჯიბრებიან ერთმანეთს, რომელიც შეიძლება დახასიათდეს, როგორც პოლიტიკური ღირებულებების მერყევი სისტემა. აღნიშნული ორი იდეოლოგიურად განსხვავებული პარტიიდან პირველი ეწინააღმდეგება კანონპროექტს, რადგან მას მიაჩნია კანონმდებლობის რუსიფიკაციისკენ გადადგმული ნაბიჯი და სთავაზობს მმართველ პარტიას ლობირების კანონის მიღებას, რომელიც ბიზნესს საშუალებას აძლევს დააფინანსოს პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ხელს უწყობენ მათი ინტერესების გატარებას საკანონმდებლო ორგანოში; მეორე მხარს უჭერს სახელმწიფო სუვერენიტეტის განმტკიცებას და საქართველოში პოლიტიკურ პროცესებზე საგარეო გავლენის აღმოფხვრას.

არსებული რეალობის საპირისპიროდ, რომ ზოგიერთი პარტია მხარს უჭერს „ქართული ოცნების“ ინიციატივას, ნაწილი კი ეწინააღმდეგება, მათ აერთიანებს ერთი გამოწვევა — მმართველი პარტიის პოლიტიკური ძალაუფლების გამოვლინება. ქვეყანაში გაჩენილი დომინანტური პოლიტიკური სისტემა ართმევს ოპოზიციას მმართველ პარტიაზე კონტროლის ყოველ ბერკეტს, ხოლო საპარლამენტო უმრავლესობის ინტერესების შესაბამისად საჯარო სივრცის სტრუქტურირება ზიანს აყენებს ოპოზიციურ პარტიებს, რომელთა ერთადერთ რესურსს წარმოადგენს ლოიალური ამომრჩეველი, არასამთავრობო ორგანიზაციების და უცხოელი პარტნიორების მხარდაჭერა.

საქართველოს ამერიკელი და ევროპელი პარტნიორები ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს თავისებურად უყურებენ: მათთვის ეს საფრთხეს უქმნის დემოკრატიას და პოლიტიკური და სამოქალაქო ინსტიტუტების დამოუკიდებლობას, რადგან მათ წარმოადგენაში არსებობს პოლიტიკური რეჟიმების კლასიფიკაცია, რომელშიც საქართველო, მიღწევების მიუხედავად, არსებობს ჰიბრიდული რეჟიმის სტატუსით. აქ მნიშვნელოვანია იმის გაგება, თუ ვინ აკეთებს განცხადებებს და რამდენად იცნობს ქვეყნის სპეციფიკას და განსახილველ კანონპროექტს. 2023 წელს, მაგალითად, ნაჩქარევად შეადგინეს დოკუმენტი, სადაც შეიტანეს ექსპერტების მოსაზრებები კანონზე „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ“. კანონპროექტის ჭარბი კრიტიკა გადაიზარდა საქართველოს მთავრობის კრიტიკაში და ბრალდებებში საგარეო პოლიტიკური ვექტორის შეცვლაში.

თბილისში საპროტესტო აქციები პარლამენტის შენობის წინ გრძელდება. „ქართულმა ოცნებამ“ წამოიწყო  უფრო აგრესიული და დახვეწილი მედიაკამპანია, რომელიც ხელს უწყობს დისკურსს კანონის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მიღების აუცილებლობას. აღსანიშნავია, რომ გასული წლის მარტში მასობრივი საპროტესტო გამოსვლების დაშვებული შეცდომების გათვალისწინება მოხდა და მმართველი პარტია უაღრესად აქტიურად განიხილავს ამ თემას არამარტო მედიარესურსების მეშვეობით, არამედ საზოგადოებრივი აზრის ლიდერებიც მოიწვია. ამრიგად, კვლავ იქმნება პირობები საზოგადოებაში ხელოვნური პოლიტიკური პოლარიზაციისთვის. ოპოზიციური პარტიები, რომლებიც აცხადებენ ქართველი ხალხის ევროპული არჩევანის შეუქცევადობას, აქტიურად იყენებენ რუსულ ფაქტორს თავიანთ მედიაკამპანიებში. მათი მიდგომა არ შეცვლილა და კანონპროექტს კვლავ „რუსულს“ უწოდებენ, რაც არის გარკვეული გამომწვევი მექანიზმი, და საპროტესტო მასის დაგროვების საშუალებას იძლევა. შედეგად, კანონპროექტს აქტიურად იყენებენ პოლიტიკური კონკურენტები საარჩევნო წლის პირობებში, რათა მაქსიმალურად გაზარდონ მათი საარჩევნო მხარდაჭერა, ხოლო ოპოზიციური ძალების შემთხვევაში, უცხოელი პარტნიორების მხარდაჭერაზე გვაქვს საუბარი.

От Скворцова Нино

Политический обозреватель