„ევროპა საქართველოს მაინც განსხვავებული სტანდარტებით უდგება, ვიდრე ევროკავშირის წევრ ქვეყნებს“, — ქართველი ექსპერტი
რედაქცია Pressunity-ს წარმომადგენელმაგაესაუბრა დამოუკიდებელ ქართველ ექსპერტს, ანალიტიკოსს, ზაალ ანჯაფარიძეს. საუბარი შეეხო ფაქტორებს, რომლებმაც გავლენა მოახდინეს საქართველოში უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის ინიცირებისა და მიღების პროცესზე. ასევე განვიხილეთ თბილისის ურთიერთობა ბრიუსელთან და ვაშინგტონთან საქართველოს შიდა პოლიტიკური პროცესების კონტექსტიდან გამომდინარე.
— გასულ მარტში, როდესაც მასობრივმა საპროტესტო აქციებმა მოიცვა საქართველოს დედაქალაქი, მმართველმა პარტიამ კომპრომისზე წავიდა და ბოლო ორი მოსმენით ჩააგდო კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. რა ფაქტორებმა აიძულა ქართული ოცნება დაებრუნებინა ის პარლამენტში განხილვაზე?
— გასულ წელს, მმართველმა პარტიამ კანონი გაიწვია, ვინაიდან ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა, და კონფლიქტის საშიში ესკალაციის რისკი არსებობდა, როგორც შიდა ოპოზიციის, ისე დასავლელი პარტნიორების მხრიდან. იმ დროს ივანიშვილი ოფიციალურად ჯერ კიდევ არ იყო პოლიტიკაში. მიმაჩნია, რომ კანონპროექტის ხელახალი ინიცირება იყო მისი პირადი გადაწყვეტილება, რომელსაც პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ხელი გაუმართა. ივანიშვილმა ამ გადაწყვეტილების მიზეზები 29 აპრილს მხარდამჭერთა შეხვედრაზე სამახსოვრო გამოსვლისას დაასახელა. ამან დასავლეთის აღშფოთება გამოიწვია. მან პირდაპირ ბრალი დასდო დასავლელი დონორების მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები არჩევნების დღის შემდეგ ფერადი რევოლუციის მომზადებაში, საქართველოს სუვერენული სახელმწიფოებრიობის შელახვაში და სხვა ცოდვებში. შესაძლოა, ამ კანონის ინიცირებით მმართველი პარტიის საპატიო გენერალურ მდივანს სსურდა საპარლამენტო არჩევნების წინ ოპოზიციის შიდა და გარე რესურსების გამოცდა და ერთგვარი გადახედვა. არ არის გამორიცხული ივანიშვილის პირადი ინტერესები, რომლებიც დაკავშირებულია მის აქტივებთან დასავლეთში. ის დასავლეთს ესაუბრება „სუვერენული დემოკრატიის“ ენით და მიანიშნებს, რომ საქართველოს ჯერ კიდევ აქვს გასავლელი გზა. მე სკეპტიკურად ვუყურებ ახლახანს კულტივირებულ ვერსიას, თითქოს უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ კანონი რუსეთთან ვაჭრობის საგანია – საქართველოს უარის თქმა ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციაზე რუსეთის დახმარებით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის სანაცვლოდ. ხოლო ფაქტია, რომ მოსკოვისთვის სასურველია საქართველოს ხილვა ამ გაერთიანებების გარეთ.
— გასული წლის მოვლენებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონიეს გარე ძალებმა. ვის გამოარჩევდით, და ამჯერად როგორ მოახერხა მთავრობამ, გაუძლოსტრატეგიული პარტნიორების წნეხს ევროკავშირიდან და აშშ-დან?
— შეგვიძლია გამოვყოთ შეერთებული შტატები, რომელმაც რუსეთის სპეციალური სამხედრო ოპერაციის ფონზე ევროპასაკუთარი გავლენის ქვეშ მოაქცია. სხვათა შორის, შეერთებულმა შტატებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაში. უბრალოდ გადახედეთ საქართველოს შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტისა და თეთრი სახლის განცხადებების რაოდენობას და მათ მზარდ კრიტიკულ ტონს. გაუძლო თუ არა საქართველოს მთავრობა დასავლეთის ზეწოლას, ეს ჯერ კიდევ გასარკვევია. ქართული ოცნების ლიდერების განცხადებები დასავლელი პარტნიორების არგუმენტირებული კომენტარების საფუძველზე კანონის გადახედვის მზადყოფნის შესახებ მიუთითებს იმაზე, რომ ისინი უკან დახევისთვის სივრცეს ტოვებენ. გარდა ამისა, მალე იქნება საპრეზიდენტო ვეტო და ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის დასკვნა. ასე რომ, არის დრო და სივრცე პოლიტიკური მანევრებისთვის. ამასთან, ევროსაბჭოს პრეზიდენტმა მიშელმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ო’ბრაიენმა მიანიშნეს მთავრობას, რომ საკითხი მხარეთა ინტერესებისგათვალისწინებით უნდა გადაწყდეს. თუ, ვთქვათ, ხელისუფლება შეცვლის კანონს ისე, რომ არ გამოიწვიოს დასავლეთის კრიტიკა, ქუჩის პროტესტი სწრაფად შემცირდება.
— ქართულ საზოგადოებაში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“კანონპროექტის განსხვავებული ინტერპრეტაციები ჩამოყალიბდა. როგორ დაახასიათებდით ხელისუფლებისა და ოპოზიციური სპექტრის, მათ შორის გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციების, კომუნიკაციურ სტრატეგიებს? გამოიტანა თუ არა ქართულმა ოცნებამ 2023 წლის მარტის მოვლენებიდან რაიმე დასკვნები? რაში გამოიხატება ეს?
— კოლექტიური ოპოზიციის საკომუნიკაციო სტრატეგია საკმაოდ კარგად არის აგებული, სხვა საკითხებთან ერთად, ხანგრძლივი და კარგად ჩამოყალიბებული კონტაქტების წყალობით, როგორც სამთავრობო სტრუქტურებში, ასევე ექსპერტთა საზოგადოებაში ევროკავშირსა და აშშ-ში. საქართველომ არაერთხელ იხილა ამ კომუნიკაციის პროდუქტი, ყოველ შემთხვევაში, ევროპარლამენტის რეზოლუციის მაგალითით. ქართული ოცნების საკომუნიკაციო სტრატეგია გარკვეულწილად განსხვავდება, და ძირითადად დაფუძნებულია კულისებს მიღმა კონტაქტებზე, რამდენადაც მე შემიძლია გითხრათ. ამ მხრივ ოპოზიცია ხელისუფლებას აჯობებს. ავიღოთ, მაგალითად, საქართველოს შესახებ მოახლოებული მოსმენები აშშ-ს კონგრესის ჰელსინკის კომიტეტში. საქართველოდან ორივე წარმომადგენელი მთავრობის მძაფრი მოწინააღმდეგეა. ხელისუფლება არ შეწუხდა, რომ ქვეყნიდან ალტერნატიული მოსაზრებების მომხსენებლები ყოფილიყო.
უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის ხელახალი შემოღება იმ პირობებში, როდესაც „ქართულ ოცნებას“ პრაქტიკულად არაფერი უწინასწარმეტყველებდა პრობლემებს და ის ყველა გამოკითხვაში თავდაჯერებულად ლიდერობდა, იმაზე მეტყველებს, რომ დასკვნები ჯერ არ არის გამოტანილი. დიდი ალბათობით, ოცნება არ მოელოდა ამდენად ხანგრძლივ და დაჟინებულ პროტესტს, გრეთვე დასავლეთის მსგავს რეაქციას მომიტინგეების მხარდასაჭერად, რადგან მიიჩნევდა, რომ ოპონენტები, როგორც ადრე, შეეგუებოდნენ მომხდარ. მაგრამ ეს იყო პროტესტის ხანგრძლივობა, რამაც დასავლეთი აიძულა გამოეხატა მხარდაჭერა, რაც ემსახურება, როგორც ერთგვარი საწვავი, პროტესტის მუხტის შესანარჩუნებლად.
— ბოლო პერიოდში შეიმჩნევა საქართველოს ხელისუფლების თანდათანობითი დისტანცირება ნეოლიბერალური წრეებისგან და ტრადიციული ღირებულებების წინააღმდეგობა ნეოლიბერალური დოგმების დღის წესრიგთან. რამდენად შეგვიძლია ამაზე მსჯელობა და არის თუ არა იმის შესაძლებლობა, რომ ქართველმა ზომიერმა და კონსერვატორმა პოლიტიკოსებმა მიმართონ მოლოდინის პოლიტიკას, სანამ მსგავსი ღირებულებების მქონე ძალები ჩამოყალიბდებიან ევროკავშირში?
— ევროკავშირში კონსერვატიული პოლიტიკური ძალების გაბატონებამდე დიდი ხნის განმავლობაში მოგვიწევს ლოდინი. დღევანდელი წინასაარჩევნო სცენარით თუ ვიმსჯელებთ, ევროპარლამენტში რიცხობრივად მეტი კონსერვატორ-ტრადიციონალისტი პოლიტიკოსი მოხვდება, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ კრიტიკულ უმრავლესობას მიიღებენ. საქართველოში სიტუაცია ბევრად რთულია. პოლიტიკური სისტემის 20 წლიანი ტრანსფორმაციის შემდეგ გაჩნდა ახალი თაობა საკუთარი იდეებითა და ტრადიციული ღირებულებებისადმი დამოკიდებულებით, და, რაც მთავარია, გამოხატული ანტირუსული განწყობებით. ქართული პოლიტიკური ელიტა დასავლეთის მომხრეებად და ოპონენტებად პრიმიტიულად დაყოფილი აღმოჩნდა. უფრო მეტიც, ამ უკანასკნელისადმი კუთვნილება სულაც არ ნიშნავს რუსეთისკენ ლტოლვას. პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ამ პრიმიტიულმა ხელოვნურმა დაყოფამ, მკაფიო იდეოლოგიური და აზრობრივი პლატფორმების თითქმის სრული არარსებობით, დიდწილად განსაზღვრა მიმდინარე პროცესები და კვლავგანსაზღვრავს მათ უახლოეს მომავალში. მე ვერ ვხედავ წინაპირობებს ამ რეალობის შეცვლისთვის უახლოეს წლებში.
— რაზე მეტყველებს ევროპელი სახელმწიფო მოღვაწეების ყოფნა კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე? მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა დაგმეს ევროპელი პოლიტიკოსებისა და დიპლომატების ქმედებები. რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამ ქვეყნებთან სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებს?
მმართველი პარტიის წარმომადგენლები ჯერჯერობით მხოლოდ სიტყვიერად გმობენ ევროპელი პოლიტიკოსების მონაწილეობას ანტისამთავრობო აქციაში. მაშინ, როცა თავმოყვარე სუვერენული სახელმწიფო მეორე დღესვე მოიწვევდა ამ ქვეყნების ელჩებს და მათ მიმართ მკაცრადგაესაუბრებოდა, საპროტესტო დიპლომატიურ ნოტას გადასცემდა, ხოლო საკუთარ ელჩებს კონსულტაციებისთვის გაიწვევდა. ვნახოთ, მოხდება თუ არა მსგავსი რამ მომდევნოდღეებში. თუ კი ხარ სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის მცველი, მაშინ ასეთი უხეში შეურაცხყოფის ატანა, ყველა დიპლომატიური ნორმის დარღვევგით, უბრალოდ მიუღებელია. ამას თავისი გამოძახილი ექნება საზოგადოებაში. ხოლო ევროპელი პოლიტიკოსების ქცევა თბილისში კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ ევროპა საქართველოს მაინც განსხვავებული სტანდარტებით უდგება, ვიდრე ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა დაზოგადად სხვა ქვეყნებს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ თავს ამის უფლება მისცენ აზერბაიჯანში ან თუნდაც სომხეთში, ისევე როგორც სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში. ბუნებრივია, ეს კიდევ უფრო გააგრილებს ისედაც ცივ ურთიერთობებს ამ ქვეყნებთან.