31 ოქტომბრის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო ოპოზიციამისთვის მიკუთვნებულ საპარლამენტო მანდატებზე უარს აცხადებს და საწყის ეტაპზესაქართველოს დედაქალაქში მასშტაბურ საპროტესტო აქციებს აანონსებს.

წინასწარი შედეგები, რომლებიც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ჯერ კიდევ 1 ნოემბერსგამოაქვეყნა და რომლის მიხედვითაც პარლამენტში 9 საარჩევნო სუბიექტი მოხვდა, არცერთმა ოპოზიციურმა პარტიამ არ აღიარა და მთლიანად არჩევნები გაყალბებულად, ხოლოასეთ ვითარებაში არჩეული მე-10 მოწვევის პარლამენტი არალეგიტიმურად გამოაცხადა. 17 მაჟორიტარულ ოლქში 21 ნოემბრისთვის დანიშნულ არჩევნების მეორე ტურშიმონაწილეობასაც არ  აპირებს.

ოპოზიციის რიგებში 3 სხვადასხვა ფრთა გამოიყო. ერთ-ერთი, ყველაზე მრავალრიცხოვანიექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ირგვლივგაერთიანდა. პირველივე საპროტესტო გამოსვლა ამ ოპოზიციურმა გაერთიანებამ თბილისში, პარლამენტის წინ 1 ნოემბერს მოაწყო და ხელისუფლება საკუთარი ამომრჩევლების ხმებისმოპარვასა და არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულა. მომდევნო მრავალრიცხოვანისაპროტესტო მიტინგი კი 8 ნოემბრისთვის დანიშნა და განაცხადა, რომ ეს  ამ ხელისუფლებისდა ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის პარტიისთვის დასასრულის დასაწყისი იქნება.

ნაცმოძრაობის ინიციატივით, ოპოზიციური პარტიების უმეტესობამ ხელი მოაწერაგანცხადებას, რომლითაც ოპოზიცია 31 ოქტომბრის არჩევნებს გაყალბებულად აცხადებს, მისთვის გამოყოფილ მანდატებზე უარს ამბობს და განმეორებითი არჩევნების ჩატარებასითხოვს. იმპროვიზირებული დოკუმენტის ხელმოწერის ცერემონიალი ოპოზიციური „მთავარიახრის“ 1 ნოემბრის საღამოს პირდაპირ ეთერში აჩვენეს, სადაც ოპოზიციური პარტიებისლიდერებს შორის მცირე დაპირისპირებები და კამათიც მოხდა. თუმცა განცხადებას ხელიყველა მონაწილემ მაინც მოაწერა.

ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიას, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ოპოზიციაციხით ემუქრება, სადაც ასევე, მათი თქმით, ამ არჩევნების ყველა გამყალბებელიაუცილებლად მოხვდება.

კვირის აქციამდე ტელევიზიებსა და სოციალურ ქსელებში გრძელდება პროპაგანდისტური დასამობილიზაციო კამპანია დევიზით „ვაჩვენოთ ჩვენი ძალა უზურპატორს, გადავარჩინოთსამშობლო! კვირას, 15:00 საათზე ყველას რუსთაველის გამზირზე გელოდებით!“

არჩევნების შედეგებით უკმაყოფილება იმავე დღეს „ქართული მარშის“ წევრებმაც გამოხატეს, თუმცა „ნაციონალების“ პროტესტს ისინი არ უერთდებიან და ბრძოლას საკუთარი ხმებისთვისდამოუკიდებლად აპირებენ. ამ არჩევნებისთვის დაწესებული დაბალი 1% ბარიერისმიუხედავად, „ქართულ მარშს“ მე-10 მოწვევის  პარლამენტში  ერთი მანდატიც არ ერგო. „ხმების დაცვა“ მათ 1 ნოემბერს მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ოფისთანმცირერიცხოვანი, მაგრამ საკმაოდ ხმაურიანი პიკეტირებით დაიწყეს. მართლწესრიგიცდაარღვიეს და პოლიციის თანამშრომლებთან დაპირისპირებაშიც შევიდნენ, რის გამოც ამაქციაზე პარტიის რამდენიმე მხარდამჭერი დააკავეს. როგორც „ქართული მარშის“ ლიდერებიაცხადებენ, ბრძოლის შეწყვეტას ისინი არ აპირებენ, თუმცა სააკაშვილის პარტიის მიერგამოცხადებულ აქციას არ უერთდებიან და  ამ „დანაშაულებრივ ძალას“, ისევე, როგორც„ქართულ ოცნებას“ მხარს არ უჭერენ.

საკუთარი ბრძოლა გაყალბებული არჩევნების წინააღმდეგ „პატრიოტთა ალიანსმაც“ დაიწყო. პარტიამ, რომელსაც წინა მოწვევის პარლამენტში ხელისუფლების სატელიტად მიიჩნევდნენდა „პრორუსულ ძალას“ უწოდებდნენ, ამჯერად ხმების მხოლოდ 3,14% მიიღო და, წინასწარიმონაცემებით, მას 3 მანდატი ერგო. მაშინ როდესაც წინა მოწვევის პარლამენტში„პატრიოტები“ 6 დეპუტატით და საკუთარი ფრაქციით იყვნენ წარმოდგენილი.

„ნაცმოძრაობიდან“ წამოსული არაერთი პირდაპირი თუ ირიბი მოწვევის მიუხედავად, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის პარტიის მიერ დაანონსებულ მიტინგს „პატრიოტთა ალიანსი“ არუერთდება და მანდატებზე უარის თქმისა და ხელახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით„ნაცმოძრაობის“ მიერ ინიცირებულ განცხადებას ხელს არ აწერს. ამავე დროს, გაყალბებულიარჩევნების წინააღმდეგ ბრძოლას ისეთივე მეთოდებით, საპროტესტო აქციებით აპირებს. პირველი ასეთი დამოუკიდებელი საპროტესტო აქცია „პატრიოტებმა“ 7 ნოემბრისთვისჩანიშნეს. საკუთარი გეგმები სპეციალურ ბრიფინგზე გაახმოვანეს.

„მთელი საქართველოსთვის ნათელია, რომ 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები ტოტალურადდა სამარცხვინოდ გაყალბდა!   ჩვენს მოწინააღმდეგეებსაც ესმით, რომ “საქართველოსპატრიოტთა ალიანსი” ვერანაირ გარემოებაში ვერ აიღებდა ასეთ დაბალ პროცენტს, ანუ 3%-ს“, – განაცხადა ბრიფინგზე ალიანსის ერთ-ერთმა ლიდერმა ირმა ინაშვილმა.

მისივე თქმით, უახლოეს დღეებში ალიანსის წევრები დაასახელებენ ბიულეტენების და ხნებისიმ რაოდენობას, რაც ხელისუფლებამ მათ მოპარა.  

მან ასევე განმარტა, რომ კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს პარლამენტი ლეგიტიმურივერ იქნება, თუ მასში 100 დეპუტატზე მეტის უფლებამოსილება არ იქნება ცნობილი. დღევანდელი მდგომარეობით კი, „ქართული ოცნება“ 91-ზე მეტ დეპუტატს პარლამენტში ვერგაიყვანს. ამიტომ მას მოუწევს უკან დახევა.

„სრულიად ნათელია, რომ ყველამ თქვა უარი გაყალბებული არჩევნების შედეგებისაღიარებასა და პარლამენტში შესვლაზე! “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” ცალსახად დასაჯაროდ აცხადებს, რომ ჩვენ უარს ვამბობთ გაყალბებული არჩევნების შედეგების აღიარებასადა პარლამენტში შესვლაზე! მოვითხოვთ, “ქართულმა ოცნებამ” დანიშნოს ხელმეორეარჩევნები! ამავდროულად საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ ჩვენ ვიწყებთ საპროტესტოკამპანიას! ეს იქნება უწყვეტი ფართომასშტაბიანი აქციები, ვიდრე ხელისუფლება არდანიშნავს ხელახალ არჩევნებს! მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ 7 ნოემბერს, შაბათს, საღამოს 5 საათზე ჩვენ ვიკრიბებით თავისუფლების მოედანზე!“ – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

ამასობაში ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უბნების მიხედვით ხმების გადათვლა დაიწყოდა უკვე 500-ზე მეტ ოქმში სხვადასხვა შესწორებები შეიტანა. კომისიის მიერ გამოქვეყნებულიერთ-ერთი ოქმის მიხედვით, თბილისის, სამგორის საარჩევნო ოლქის ერთ-ერთ უბანზე ასეთიხელახალი გადათვლის შედეგად ბანკირების პარტია „ლელოს“ 20 ხმა დაემატა, გიორგივაშაძის „სტრატეგია აღმაშენებელს“ – 21 ხმა, „გირჩს“ – 18 ხმა, ალეკო ელისაშვილის მოძრაობა„მოქალაქეს“ კი 18 ხმა.

შეცდომებს და უზუსტობებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაშიც აღიარებენ, თუმცა ამას„ადამიანური ფაქტორით“ ხსნიან და ოქმების გადამოწმების შედეგად ყველა უზუსტობისაღმოფხვრას ჰპირდებიან.

„რაც შეეხება ისეთ შემთხვევებს, როდესაც შემაჯამებელ ოქმებში, მართლაც არის დისბალანსიმონაცემებს შორის: ცესკოს მიერ ამ ეტაპზე მიმდინარეობს 31 ოქტომბრის არჩევნებისწინასწარი მონაცემების დამუშავება. მონაცემების შეყვანა სპეციალურ პროგრამაშიხორციელდებოდა მთელი ღამის განმავლობაში, ამჟამად შეყვანილი მონაცემი მოწმდება დაზუსტდება, ასევე ისახება შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ახსნა-განმარტებებით, რაც  აღმოფხვრის უზუსტობებს“, – აცხადებენ ცესკოში.

სანამ საარჩევნო ადმინისტრაცია ადამიანური ფაქტორით გამოწვეულ შეცდომებს იკვლევს დაასწორებს, სხვადასხვა ოპოზიციური პარტიები მიტინგებისთვის ემზადებიან. ასე რომპანდემიით შეშინებულ საქართველოს მოსახლეობას გვიანი შემოდგომის საკმაოდ დაძაბულიდა არასტაბილური დღეები ელის.