საქართველოში საპარლამენტო არჩევნები დასრულდა. 21 ნოემბერს  არჩევნების მეორე ტური17 მაჟორიტარულ ოლქში შედგა. ოპოზიცია საარჩევნო პროცესს გაემიჯნა, რადგანდარწმუნებულია, რომ 31 ოქტომბერს ჩატარებული პირველი ტურის შედეგები მმართველიპარტია „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ გაყალბდა. ოპონენტები არჩევნების შედეგებისგაუქმებას და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.  მათ ამ მოთხოვნით რამდენიმესაპროტესტო აქციაც მოაწყვეს, თუმცა საბოლოოდ უცხოელი პარტნიორების და დიპლომატებისრჩევითა და მედიატორობით მმართველ ძალასთან მოლაპარაკებებს დათანხმდნენ. 21 ნოემბრამდე დიალოგის ორი ტურიც შედგა, თუმცა მხარეები ჯერჯერობით საკუთარ პოზიციებსარ ცვლიან.

ოპოზიცია თავდაპირველად საარჩევნო უბნებთან სირცხვილის კორიდორების მოწყობას დაკენჭისყრის პროცესის  ჩაშლას გეგმავდა, თუმცა დიპლომატების მიერ გამოთქმულიშენიშვნების შემდეგ საბოლოოდ მხოლოდ მეორე ტურის ბოიკოტის ფორმა აირჩია. ყველასაარჩევნო კომისიიდან საკუთარი წევრები გაიწვია და თავის ამომრჩევლებს ხმის მიცემისგანთავის შეკავება ურჩია.

როგორც 20 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე „ნაციონალური მოძრაობის“ (ლიდერი – ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი) წევრმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, ოპოზიციარამდენიმე დღის განმავლობაში მეორე ტურთან დაკავშირებით პროტესტის გამოხატვაზემსჯელობდა, თუმცა საბოლოოდ მხოლოდ არჩევნების სრული იგნორირების გზაზე შეთანხმდა.

„ნებისმიერი სახის აქცია, რომელიც არ უნდა დაგეგმო, მაინც გარკვეულ მნიშვნელობასანიჭებს მეორე ტურს, რაღაც პოლიტიკურ დატვირთვას აძლევს. ამიტომ მივიღეთგადაწყვეტილება, რომ საერთოდ არანაირი აქცია არ გვქონდეს და იყოს სრული იგნორირებახვალინდელი დღის“, – განაცხადა უდუმაშვილმა მეორე ტურის წინა დღეს.

ოპოზიციის ბოიკოტის მიუხედავად, საარჩევნო ბიულეტენებში ოპოზიციური კანდიდატებისგვარები მაინც დარჩა, რადგან მეორე ტურში კანდიდატურის მოხსნას საარჩევნოკანონმდებლობა არ ითვალისწინებს. „ქართული ოცნების“ კანდიდატებთან ერთად მეორეტურში 6 ოპოციზიური პარტიის 17 კანდიდატიც გავიდა. მათი უმრავლესობა „ნაციონალურიმოძრაობის“ წევრები იყვნენ.

მთლიანად კენჭისყრის პროცესი 21 ნოემბერს მშვიდ ვითარებაში ჩატარდა, თუმცა პირველიტურისგან განსხვავებით ამომრჩეველთა აქტივობა გაცილებით დაბალი იყო.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 20:00 საათის მდგომარეობით შეადგინა 26,29%. ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა აჭარისრეგიონში – 39,29%, ხოლო ყველაზე დაბალი – ნაძალადევის მე-7 მაჟორიტარულ ოლქში – 20,04%.

ცესკოს ცნობით, დღის განმავლობაში საოლქო კომისიებში 12 საჩივარი შევიდა და მათიუმრავლესობა პროცედურულ დარღვევებს ეხება.

მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერებმა დღის განმავლობაში რამდენიმებრიფინგი გამართეს და ამომრჩევლებს ოპოციზიის მიერ დაგეგმილი სხვადასხვა„პროვოკაციების“ შესახებ გააფრთხილეს.

მმართველი პარტიის ოფისში დილით ჩატარებულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ოპოზიციის მიერ მეორეტურისთვის გამოცხადებული ბოიკოტის მიუხედავად ოპოზიციის კანდიდატები „ფარულადაქტიურად მუშაობენ ამომრჩევლის მობილიზებაზე“. მან „ქართული ოცნების“ ამომრჩევლებსმეტი აქტიურობისკენ მოუწოდა.

„დღეს, ბოლომდე უნდა მივიყვანოთ გამარჯვება, რომელსაც 31 ოქტომბერს მილიონამდესაქართველოს მოქალაქემ ჩაუყარა მყარი საფუძველი “,- განაცხადა კობახიძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილი პროვოკაციების შესახებ ამომრჩევლებიმმართველი პარტიის კიდევ ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემაც გააფრთხილა, თუმცამთლიანად საარჩევნო პროცესს „მშვიდი, თავისუფალი და უსაფრთხო“ უწოდა.

კენჭისყრის დასრულების შემდეგ „ქართული ოცნების“ ოფისში კიდევ ერთი შემაჯამებელიბრიფინგი შედგა, სადაც ირაკლი კობახიძემ წინასწარი შედეგები გაახმოვანა.

მისივე ინფორმაციით, 563 000 ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა მეორე ტურში, და მათგანდაახლოებით ნახევარმა მილიონმა ხმა მისცა „ქართული ოცნების“ კანდიდატებს 17-ვემაჟორიტარულ ოლქში.  ოპოზიციურმა კანდიდატებმა კი, კობახიძის თქმით, 50 000 ხმა მიიღეს.

„ისინი (ოპოზიციის კოორდინატორები) აქტიურობდნენ და ამის დამსახურებაა ის, რომოპოზიციურმა კანდიდატებმა აიღეს 50 000 ხმა, მიუხედავად იმისა, რომ მათ საჯაროდ ჰქონდათგამოცხადებული არჩევნებში არმონაწილეობის თაობაზე“, – განაცხადა კობახიძემ.

ოპოზიციის დაპირების მიუხედავად, მათმა აქრივისტებმა აქციები დღის განმავლობაში მაინცმოაწყვეს. ერთ-ერთი ასეთი აქცია დღეს დილით მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის საცხოვრებელ სახლთან ჩატარდა. ახალგაზრდაოპოზიციონერები გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებდნენ.

აქციები არჩევნების დასრულების შემდეგაც ჩატარდა. ბათუმში საოლქო საარჩევნოკომისიასთან მიტინგი არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივამ“ მოაწყო. ორგანიზაციისაქტივისტები კომისიის წევრებს არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებდენ და აცხადებდენ, რომ „ივანიშვილს ეს არ გამოუვა“. აქციაზე პოლიციასთან დაპირისპირებაც მოხდა, რისშედეგადაც არასამთავრობო ორგანიზაციის რანდენიმე წევრი დააკავეს.

კენჭისყრის დროს ერთ-ერთ უბანზე უჩვეულო შემთხვევაც მოხდა. ახალგაზრდა ამომრჩეველმაორი მითითებული კანდიდატიდან ერთ-ერთის შემოხაზვის მაგივრად ორივე პარტიის წევრებსვრცელი წერილი მისწერა. აუხსნა, რომ არც ერთი პარტიის მხარდაჭერი არ არის, რადგან არცერთმა მოსახლეობას არანაირი სარგებელი არ მოუტანა.  გაბათილებული ბიულეტენიფეისბუქზე ერთ-ერთმა დამკვირვებელმა გამოაქვეყნა. მოგვიანებით სოცქსელებში კიდევრამდენიმე ასეთი უჩვეულო გაბათილებული ბიულეტენი გამოჩნდა.

წინასწარი მონაცემებით, მეორე ტურში მმართველმა პარტიამ 17 მაჟორიტარული მანდატიმოიპოვა და მთლიანობაში მას მე-10 მოწვევის პარლამენტში 91 მანდატი ექნება. 31 ოქტომბრისსაპარლამენტო არჩევნების შედეგების თანახმად, ახალი მოწვევის პარლამენტში 1% ბარიერსგადალახული კიდევ 8 ოპოზიციური პარტია მოხვდა. ყველაზე მეტი ხმა (27%-ზე მეტი) „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიღო. თუმცა ყველა ოპოზიციური პარტია საპარლამენტომანდატებზე უარს ამბობს და ახალ პარლამენტში შესვლას არ აპირებს. ოპონენტები ხელახალიარჩევნების ჩატარებას ითხოვენ. მმართველ პარტიაში კი იმედებს ელჩების მედიატორობითდაწყებული მოლაპარაკებების მესამე რაუნდზე ამყარებენ და ოპოზიციასკონსტრუქციულობისკენ მოუწოდებენ.

ქართველი ექსპერტები ოპოზიციის შეცდომებზე საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ ყველაოპოზიციური პარტია ერთი ძალის – „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგით მოქმედებს, რაც ხელს უშლის შეთანხმების მიღწევას.  ექსპერტთა ნაწილი არ გამორიცხავს, რომმმართველმა პარტიამ ოპოზიციის ერთიანობის დაშლა შეძლოს და მათი ნაწილი პარლამენტშიშესვლაზე დაათანხმოს. გარკვეული მესიჯები ზოგიერთი ოპოზიციური ლიდერის მხრიდან უკვეგაჟღერდა. წინ მმართველ პარტიას და ოპოზიციას მოლაპარაკებების კიდევ ერთი რაუნდიელის.