День: 23.11.2020

საქართველოში არჩევნების მეორე ტური ოპოზიციის ბოიკოტის პირობებში ჩატარდა

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები დასრულდა. 21 ნოემბერს  არჩევნების მეორე ტური17 მაჟორიტარულ ოლქში შედგა. ოპოზიცია საარჩევნო პროცესს გაემიჯნა, რადგანდარწმუნებულია, რომ 31 ოქტომბერს ჩატარებული პირველი ტურის შედეგები მმართველიპარტია „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ გაყალბდა. ოპონენტები არჩევნების შედეგებისგაუქმებას და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.  მათ ამ მოთხოვნით რამდენიმესაპროტესტო აქციაც მოაწყვეს, თუმცა საბოლოოდ უცხოელი პარტნიორების და დიპლომატებისრჩევითა და მედიატორობით მმართველ ძალასთან მოლაპარაკებებს დათანხმდნენ. 21 ნოემბრამდე დიალოგის ორი ტურიც შედგა, თუმცა მხარეები ჯერჯერობით საკუთარ პოზიციებსარ ცვლიან. ოპოზიცია თავდაპირველად საარჩევნო უბნებთან სირცხვილის კორიდორების მოწყობას დაკენჭისყრის პროცესის  ჩაშლას გეგმავდა, თუმცა დიპლომატების მიერ გამოთქმულიშენიშვნების შემდეგ საბოლოოდ მხოლოდ მეორე ტურის ბოიკოტის ფორმა აირჩია. ყველასაარჩევნო კომისიიდან საკუთარი წევრები გაიწვია და თავის ამომრჩევლებს ხმის მიცემისგანთავის შეკავება ურჩია. როგორც 20 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე „ნაციონალური მოძრაობის“ (ლიდერი – ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი) წევრმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, ოპოზიციარამდენიმე დღის განმავლობაში მეორე ტურთან დაკავშირებით პროტესტის გამოხატვაზემსჯელობდა, თუმცა საბოლოოდ მხოლოდ არჩევნების სრული იგნორირების გზაზე შეთანხმდა. „ნებისმიერი სახის აქცია, რომელიც არ უნდა დაგეგმო, მაინც გარკვეულ მნიშვნელობასანიჭებს მეორე ტურს, რაღაც პოლიტიკურ დატვირთვას აძლევს. ამიტომ მივიღეთგადაწყვეტილება, რომ საერთოდ არანაირი აქცია არ გვქონდეს და იყოს სრული იგნორირებახვალინდელი დღის“, – განაცხადა უდუმაშვილმა მეორე ტურის წინა დღეს. ოპოზიციის ბოიკოტის მიუხედავად, საარჩევნო ბიულეტენებში ოპოზიციური კანდიდატებისგვარები მაინც დარჩა, რადგან მეორე ტურში კანდიდატურის მოხსნას საარჩევნოკანონმდებლობა არ ითვალისწინებს. „ქართული ოცნების“ კანდიდატებთან ერთად მეორეტურში 6 ოპოციზიური პარტიის 17 კანდიდატიც გავიდა. მათი უმრავლესობა „ნაციონალურიმოძრაობის“ წევრები იყვნენ. მთლიანად კენჭისყრის პროცესი 21 ნოემბერს მშვიდ ვითარებაში ჩატარდა, თუმცა პირველიტურისგან განსხვავებით ამომრჩეველთა აქტივობა გაცილებით დაბალი იყო. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 20:00 საათის მდგომარეობით შეადგინა 26,29%. ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა აჭარისრეგიონში – 39,29%, ხოლო ყველაზე დაბალი – ნაძალადევის მე-7 მაჟორიტარულ ოლქში – 20,04%....

Азербайджан восстановит экономическую активность на освобожденных от оккупации территориях

«С начала этого года мировой экономический кризис отчетливо стал отражаться на экономике Азербайджана. Он привел...