კორონავირუსის ფართო გავრცელების გამო საქართველოს მთავრობამ ორი თვით დამატებითი მკაცრი შეზღუდვების შემოღების გადაწყვეტილება მიიღო. „მობილობის დაგდების“ ორთვიანი გეგმა მოსახლეობას ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 26 ნოემბერს, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულებისშემდეგ გააცნო.
ქვეყანაში შექმნილ სიტუაციას პრემიერმა რთული, მაგრამ მართვადი უწოდა და დასძინა, რომ მთავრობის სტრატეგია, რომელიც ეპიდემიის მართვაში ეკონომიკის ინტერესებსა და ადამიანისჯანმრთელობას შორის სწორი ბალანსის დაჭერაზეა მიმართული, გაგრძელდება.
მისივე შეფასებით, სექტემბრიდან საქართველოში გაჩნდა ამ ბალანსის კიდევ ერთი მდგენელი – პოლიტიკური პროცესი, რომელიც დაკავშირებული იყო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან, და მთავრობას „გარკვეულ კომპრომისებზე წასვლამოუწია“.
ეპიდემიის მართვაში არჩევანის გაკეთება მთავრობას სამ ინსტრუმენტს შორის მიუწია. პირველი იყო სრული ლოქდაუნი, რომელიც მიმდინარე წლის მარტში გამოცხადდა, მეორე – არსებული შეზღუდვების პირობებში ცხოვრების გაგრძელება, და მესამე – უფრო ეფექტური წერტილოვანი შეზღუდვების შემოღება, და არჩევანი სწორედ ამ მესამე ინსტრუმენტზე გაკეთდა.ამ მიზნით შემუშავდა 2-თვიანი შეზღუდვების გეგმა.
„როდესაც ჩვენ პირველი ტალღის შეზღუდვებიდავაწესეთ, მაშინ მსოფლიოში არავის ჰქონდაწარმოდგენა, ეს რამდენ ხანს გაგრძელდებოდა. რაზეცდღეს ვისაუბრეთ, ეს არის საქართველოს მთავრობის 2-თვიანი კონკრეტული გეგმა, კონკრეტული თარიღებითდა კონკრეტული ღონისძიებებით. ეს გეგმაშედგენილია დისკუსიის შედეგად, რომელშიცმონაწილეობდა ფართო საზოგადოება,”- განაცხადაპრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, გეგმის მთავარი მიზანია, რომ ეპიდემიის გავრცელების სისწრაფე და ყოველდღიური ინფიცირების მაჩვენებელი შემცირდეს, რაც, თავის მხრივ, შეამცირებს დაწოლას ჯანდაცვის სისტემაზე. და როგორც შედეგი, შემცირდება სიკვდილიანობაც.
პრემიერის ინფორმაციით, მნიშვნელოვნად გაფართოვდა კორონავირუსზე მოსახლეობის ტესტირება და დღეში უკვე 15-16 ათასი ტესტი კეთდება. კოვიდის მართვაში რამდენიმე ახალი კლინიკა ჩაირთო, და დღეს კოვიდ-ინფიცირებულ პაციენტებს უკვე 80-ზე მეტი სამედიცინო დაწესებულება იღებს, მაშინ როდესაც პირველი ტალღის დროს ამ პროცესში ჩართული იყო მხოლოდ 5 კლინიკა.
მთავრობის მიერ დამტკიცებული ახალი გეგმა დაიწყება 28 ნოემბერს და დასრულდება 1 თებერვალს.
„ეს გეგმა მოიცავს დეკემბერს და იანვარს, რაც ნიშნავსიმას, რომ ყველა ეს შეზღუდვა იქნება დროებითი დასაქართველოს მთავრობის სპეციალური მეოთხე ეტაპისპროგრამა, როგორც ბიზნესის, ასევე მოქალაქეებისკონკრეტული სოციალური დახმარებისა, მათ შორის ამკონკრეტულ შეზღუდვებსაც ითვალისწინებს“, – განაცხადა გახარიამ.
28 ნოემბრიდან საქართველოს 8 დიდ ქალაქში – თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთსა და ზუგდიდში, და ასევე ბაკურიანის, გუდაურის, მესტიას და გოდერძის სათხილამურო კურორტებზე შეჩერდება მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი. მუშაობას წყვეტს ყველა საცურაო აუზი და ფიტნეს ცენტრი, ხოლო ბაზრობები და სავაჭრო ობიექტები, რესტორნები და კვების ობიექტები მთლიანად გადადიან დისტანციურ მუშაობაზე და გატანის სერვისზე. დისტანციურად გაგრძელდება სწავლა ყველა სკოლაში, უმღლეს თუ პროფესიულ სასწავლებელში, მუშაობას წყვეტს ყველა საბავშვო ბაღი. ტრენინგები და კონფერენციები ჩატარდება ონლაინ-ფორმატში.
„ამ პერიოდში მუშაობას ყოველგვარი შეზღუდვისგარეშე აგრძელებენ აგრარული ბაზრები, სურსათისმაღაზიები, ზოომაღაზიები, ჰიგიენური საშუალებების მაღაზიები, აფთიაქები, ბანკები, ყველა სახისსამრეწველო წარმოება, მშენებლობა და ყველა სახისსისტემური ორგანიზაცია, როგორიცაა წყლის, დენისგაზის მომარაგება“ – განაცხადა გახარიამ და დასძინა, რომ სრულად გააგრძელებს მუშაობას სამედიცინო სექტორი. შეზღუდვები ამჯერად არ შეეხება სილამაზის სალონებს და ესტეთიკური მედიცინის ცენტრებს.
ყველა კერძო თუ საჯარო დაწესებულებას პრემიერმა მოუწოდა, მაქსიმალურად გადაიყვანონთანამშრომლები დისტანციურ შრომაზე. სახლში დარჩენას ურჩევს მთავრობის მეთაური ასევე 70 წელს გადაცილებულ ადამიანებს.
იმის გათვალისწინებით, რომ ამ პერიოდზე რამდენიმე დღესასწაული მოდის, მთავრობამ გარკვეული გამონაკლისებიც დაუშვა. კერძოდ, 24 დეკემრიდან 2 იანვრამდე შეზღუდვების ნაწილი მოიხსნება: იმუშავებს სავაჭრო ცენტრები და ბაზრობები, აღდგება მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა.
ხოლო 3 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით ქვეყანაში გამოცხადეება უქმი დღეები და ყველა ადრე დაწესებული შეზღუდვა აღდგება.
მთელი ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოში იმოქმედებს ე.წ. კომენდანტის საათი, რომელიც 21:00 საათიდან 05:00 საათამდე გაგრძელდება. ქვეითად და სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება 28 ნოემბრამდე აკრძალული იყო 22:00 საათიდან 05:00 საათამდე პერიოდში. მაგრამ ეს შეზღუდვაც გამონაკლისის სახით ორჯერ – ახალი წლის ღამეს, 31 დეკემბერს და შობის ღამეს, 6 იანვარს მოიხსნება.
შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქება კი 16 იანვრიდან დაიწყება. აღდგება მუნიციპალური დასაქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა, სავაჭროობიექტებისა და ღია და დახურული ბაზრობებისმუშაობა (გარდა შაბათ-კვირისა). შაბათ-კვირასტრანსპორტი, სავაჭრო ობიექტები და ბაზრობებიაჩერებენ მუშაობას. ხოლო ყველა შეზღუდვის მოხსნას მთავრობა 1 თებერვლისთვის გეგმავს.
კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა შეზღუდვების ვადაზე ადრე მოხსნა, პრემიერმა უპასუხა, რომ ყველაფერი დამოკიდებული იქნება საქართველოში კონკრეტულ პერიოდში არსებულ ეპიდსიტუაციაზე.
შეზღუდვების პარალელურად მთავრობა ახალ სოციალურ პაკეტსაც აამოქმედებს, რომლის ფარგლებშიც მოსახლეობას და ბიზნესს ფინანსურ დახმარებას გაუწევს. ეს პაკეტები გაზაფხულზე შემოთავაზებული დახმარების მსგავსი იქნება, თუმცა მთავრობაში ვარაუდობენ, რომ ამჯერად ამ პაკეტებს ნაკლები ბენეფიციარი ეყოლება.
თვითდასაქმებულები მიიღებენ 300 ლარიან ერთჯერად დახმარებას, მაგრამ თუ პირველი ტალღის პირობებში ამ პაკეტით ისარგებლა 250 000 ადამიანმა, ამჯერად დახმარებას დაახლოებით 100-120 თვითდასაქმებული მიიღებს. გიორგი გახარია ამ გადაწყვეტილებას იმით ხსნის, რომ „ამჯერად დავიწროებულია სფერო, რომლის მიმართაც იქნება მიმართული ეს დახმარება“, და თანხას ძირითადად საცალო ვაჭრობის ობიექტებზე, ბაზრობებზე, მოლებსა და მაღაზიებში დასაქმებული მოქალაქეები მიიღებენ.
ძალაში დარჩება ფორმალურად დასაქმებულთათვის განკუთვნილი 1200 ლარიანი დახმარების პაკეტი, რომელიც ისევ 6 თვეზე განაწილდება და რომლის ეტაპობრივ გადახდას მთავრობა იანვრიდან დაიწყებს. 100 ლარის ოდენობის დახმარებას 6 თვის განმავლობაში სახელმწიფოსგან მიიღებენ სოციალურად დაუცველი ოჯახები, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოქალაქეები, გარკვეული სხვა კატეგორიის მოქალაქეები, რომლებმაც ამ პაკეტით პირველი ტალღის დროსაც ისარგებლეს.
ცალკე პაკეტები გათვალისწინებულია ბიზნესის მხარდასაჭერად, კერძოდ, საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება, ტურიზმის სექტორის ქონების გადასახადისგან გათავისუფლება, გადავადებული საშემოსავლო გადასახადის ჩამოწერა და სხვა.
ოპოზიცია და ხელისუფლების არაპოლიტიკოსი ოპონენტები, რომლებიც მთავრობას მანამდე უმოქმედობაში ადანაშაულებდნენ და კორონავირუსისადმი „ლიბერალურ“ მიდგომას უწუნებდნენ, ამჯერად კრიტიკის ისრებს უკვე ახალ შეზღუდვებზე მიმართავენ.
ოპოზიციის აზრით, მთავრობის მიერ წარმოდგენილი ღონისძიებები ეკონომიკას უფრო ღრმა კრიზისში ჩააგდებს, რაც შეეხება დახმარების პაკეტებს, ოპონენტები იქ ბევრ გაურკვევლობას და ხარვეზებს ხედავენ.
მთავრობის მიერ შემუშავებული დახმარების და მხარდაჭერის პროგრამების მთლიანი ღირებულება 1,1 მილიარდ ლარს შეადგენს და დაფინანსებული იქნება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ახალი ბიუჯეტი კი ახალმა პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს, რომელიც ქვეყნის მოსახლეობამ 31 ოქტომბერს და შემდეგ 21 ნოემბერს, მეორე ტურის შედეგად აირჩია. თუმცა რა პირობებში და რა შემადგენლობით შეიკრიბება ახალი მოწვევის პარლამენტი, ჯერჯერობით გაურკვეველია. ოპოზიცია, რომელმაც პირველი ტურის შედეგები უარყო და მეორე ტურს ბოიკოტი გამოუცხადა, ახალ პარლამენტში შესვლას არ აპირებს და ხელახალ არჩევნებს ითხოვს. ხელისუფლება კი ფასილიტატორი ელჩების ხელშეწყობით ოპოზიციასთან მოლაპარაკებებს მართავს და ოპონენტებს საპარლამენტო საქმიანობის დაწყებისკენ მოუწოდებს.
ამასობაში კი საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ახალი ანტირეკორდი დამყარდა. გასულ დღე-ღამეში ქვეყანაში კოვიდის 4 780 ახალი შემთხვევა დადასტურდა.