ქართულად

საქართველო არის დასავლური პარტნიორების ზეწოლის განსაკუთრებული ობიექტი — ექსპერტი

მოსკოვში შედგა რუსულ-ქართული ფორუმი, სადაც მონაწილეობა მიიღეს საზოგადოებრივი ორგანიზაციების და რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლები....

სომხური „სურმალუს“ ტრაგედია და ანტირუსული პროპაგანდა: რეალური ზრახვები დაწამქეზებლები 

14 აგვისტოს ერევანში, სავაჭრო ცენტრში სურმალუში დიდი ხანძრის სახით საშინელიტრაგედია დატრიალდა, რის შედეგადაც სულ მცირე 16 ადამიანი დაიღუპა, ორი კი უკზო-უკვლოდ დაიკარგა. დაშავდა 62 ადამიანი, ზოგი კი ამ დრომდე მკურნალობსსაავადმყოფოებში. სომხეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, უკვე 20 ადამიანზე ადამიანზე მეტი არისდაკითხული. გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორიმუხლით დაიწყო: ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების დარღვევა და აალებადი ან წვადიმასალების შენახვის წესის დარღვევა. სომხეთში 17-18 აგვისტო გლოვის დღეებად გამოცხადდა. რაც მოხდა ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ტრაგიკული შემთხვევაა ბოლო წლების განმავლობაშისომხეთში, როდესაც ასეთი ინციდენტის შედეგად ამდენი მსხვერპლი და დაშავებული იყო. მიუხედავად ამ საშინელი ტრაგედიისა, არიან ისეთებიც, ვინც ცდილობს ამ საქმისპოლიტიზირებას და საგარეო პოლიტიკური ელფერის შესძენას. ყველაფერი გრანტებისთვის მაშინ, როდესაც რესპუბლიკაში სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობდა და საზოგადოება ამინციდენტთან დაკავშირებით დიდ შოკს განიცდიდა, ზოგიერთმა სოციალურ-პოლიტიკურმაძალამ დაიწყო ნამდვილი ანტირუსული ტალღის აგორება და რუსეთს ადანაშაულებდნენტრაგიკულ შემთხვევაში სურმალუში, თითქოს ერევნის სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძრისუკან მოსკოვი იდგა. მთავარი წამქეზებლები ის სოციალურ-პოლიტიკური ძალები არიან, რომლებსაც აფინანსებს დაკოორდინაციას უწევს შეერთებული შტატები, მათ შორის სომხეთის მთავრობისპროდასავლური ფრთა. ყველაზე მნიშვნელოვანი აქტორებია ეროვნულ-დემოკრატიულიპოლუსი (NDP, National Democratic Pole — ავტორის მინიშნება), რომლის წარმომადგენლებიხშირად სტუმრობენ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის შენობას, ასევე საელჩოებს თავადსომხეთში. ედპ-ის მთავარი მიზანი ანტირუსული განწყობების გაღვივებაა და მათთვის არ აქვსმნიშვნელობა ეს სისხლის ღვრით თუ უდანაშაულო მსხვერპლის ხარჯზე ხდება. ამ სოციალურ-პოლიტიკური ძალის ლიდერებისთვის ხალხის სიცოცხლეს დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან რამდენიმე წლის წინ სწორედ მათ აიღეს ერევანში პოლიციის შენობა და მოკლესპოლიციელი. ტრაგედიის შემდეგ დაუყოვნებლივ, ნდპ-ის წარმომადგენლებმა და პროდასავლურმასაზოგადო და პოლიტიკურმა მოღვაწეებმა მალევე განაცხადეს, რომ სურმალუს სავაჭროცენტრის დაწვის გზით სწორედ რუსეთი ახორციელებდა ზეწოლას სომხეთის ხელისუფლებაზეყარაბაღის საკითხში დათმობაზე წასვლის მიზნით. ამ პირებს შორის არიან ნდპ-ის წევრებიჰაიკ მარტიროსიანი და სამველ ასლიკიანი, ასევე ამ გაერთიანების სხვა წარმომადგენლები. მსგავსი განცხადებები გააკეთეს არაერთი პროდასავლური სოციალური და პოლიტიკურიძალების წევრებმა, რომლებიც გარე კონტროლის ქვეშ არიან. ამ დღეებში კიდევ ერთი აქტიური პროპაგანდისტია პროსახელისუფლებო, აგრეთვეპროდასავლური მოღვაწე სტიოპა საფარიანი, რომელმაც განაცხადა, რომ თავად რუსეთიადამნაშავე იმაში, რომ სურმალუში მომხდარ ინციდენტს აბრალებენ. 17 აგვისტოს სომხეთში რუსეთის საელჩომ საპროტესტო ნოტა გაუგზავნა სომხეთის საგარეოსაქმეთა სამინისტროს და მოუწოდა სომხეთის ხელისუფლებას გაეკეთებინათ შესაბამისიკომენტარები ზემოაღნიშნულ განცხადებებთან დაკავშირებით, ასევე გადაედგათ ნაბიჯები, რომლებიც მიმართული იყო მსგავსი არამეგობრული გამოვლინებების აღსაკვეთად....

შეზღუდვების უმეტესობა საქართველოში ეტაპობრივად მოიხსნება

საქართველოში კოვიდ-პანდემიასთან დაკავშირებული მორიგი შეზღუდვების მოხსნის გეგმა 24 თებერვალს, უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე დამტკიცდა. საბჭოს...

საქართველოში მოსახლეობის ვაქცინაცია მარტიდან დაიწყება?

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემონატის თარიღმა და შესაბამისად, ვაქცინაციის დაწყებამ რამდენიმე კვირით გადაიწია. ამის შესახებ...

ვითარება საქართველოში შეზღუდვების მოხსნის შემდეგ: სავსე ქუჩები და ტრანსპორტი, რიგები მაღაზიებთან

8 თებერვლიდან  რიგი შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ ვითარება თბილისსა და რეგიონებში საგრძნობლად, თუმცა არასახარბიელოდ შეიცვალა. მთელი...

საქართველოში შეზღუდვების შემსუბუქება 8 თებერვლიდან გაგრძელდება

კორონავირუსის პანდემიის გამო შემოღებული შეზღუდვების მომდევნო შემსუბუქება საქართველოში დაგეგმილზე ადრე, 8 თებერვლიდან დაიწყება. ამის შესახემ...

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველომ საკუთარ გამარჯვებად აღიქვა

ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიცსასამართლოს დიდმა პალატამ ზეპირი სხდომის შედეგად 21 იანვარს მიიღო, საქართველომსაკუთარ გამარჯვებად აღიქვა. საუბარია სახელმწიფოთაშორის საქმეზე „საქართველორუსეთის წინააღმდეგ“, რომელსაც სტრასბურგის სასამართლო ქართული მხარის მოთხოვნითრამდენიმე წლის განმავლობაში იხილავდა.  სარჩელი საქართველოს ხელისუფლებამ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეგროვებული მასალების საფუძველზე შეიტანა. მასალებსუამრავი მოწმის და დაზარალებულის ჩვენებებიც დაურთო. ეს ის ხალხია, რომლებმაც ამ ომისშედეგად საკუთარი სახლები დატოვეს და ახლობლები დაკარგეს. ევროსასამართლომ ამ საქმეში ორი პერიოდი გამოყო. ერთია აქტიური საომარი მოქმედებებისპერიოდი (8-12 აგვისტო), რა დროსაც მომხდარი მოვლენები „რუსეთის ფედერაციისიურისდიქციის ქვეშ არ ექცევა“. ამიტომ ამ მოვლენებში მოპასუხე მხარის (რუსეთისფედერაციის) მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მუხლების რაიმე დარღვევაარ იკვეთება, ნათქვამია ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაში. თუმცა, სასამართლოს მოსაზრებით, 2008 წლის 12 აგვისტოდან 10 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის ჯარების საქართველოს ტერიტორიიდან ოფიციალურ გაყვანამდე, რუსეთი„ახორციელებდა ეფექტურ კონტროლს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთზე და ე.წ. ბუფერულზონაზე“, ხოლო შემდგომ პერიოდში ამ რეგიონებში „შენარჩუნდა ძლიერი რუსული ზეგავლენადა სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ხელისუფლებების დამოკიდებულება რუსეთისფედერაციაზე“, რაც „სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთზე რუსეთის მხრიდან „ეფექტურიკონტროლის“ გაგრძელებას ადასტურებს“. სასამართლოში გამოკითხული იქნა 33 მოწმე, საქმეს დაერთო ევროკავშირის ფაქტებისდამდგენი კომისიის, ეუთოს, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისრის, სხვასაერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების დასკვნები და მოსაზრებები, რომლებიცაგვისტოს ომის და შემდგომი პერიოდის მოვლენების შეფასებას აძლევდა. ეს ინფორმაციებიდა ჩვენებები „სამხრეთ ოსეთის ქართულ სოფლებში ომის დროს და ომის შემდეგ სახლებისმასობრივ დაწვას და განადგურებას ადასტურებს“, აცხადებენ ევროსასამართლოში. საუბარია ასევე იმ 160-მდე სამოქალაქო პირზე, ქართველებზე, რომლებიც 10-დან 27 აგვისტომდე პერიოდში ცხინვალში, სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროსსარდაფში იყვნენ გამოკეტილი. მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხე მხარე (რუსეთი) ამ ნაბიჯსმათივე უსაფრთხოებით (სამხრეთოსეთელების მხრიდან შესაძლო ანგარიშსწორებისგანდაცვით) ხსნიდა, სტრასბურგის სასამართლომ ამ ფაქტში ევროპული კონვენციის მე3- და მე-5 მუხლების დარღვევები დაადგინა, რაზეც პასუხისმგებლობა ისევ რუსეთს დააკისრა. მთლიანობაში, სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, 2008 წლის აგვისტოს ომისშემდგომ პერიოდში რუსეთის ფედერაციამ  საქართველოს მიმართ ადამიანის უფლებათაკონვენციის მე-2, მე-3, მე-5 და მე-8 მუხლები და N1 პროტოკოლის 1-ლი მუხლი დაარღვია. ერთ-ერთი პირველი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას საქართველოს ყოფილიიუსტიციის მინისტრი, ამჟამად კი მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი თეა წულუკიანიგამოეხმაურა და მას „უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება“ უწოდა. „ჩვენ გავიმარჯვეთ! გილოცავ, საქართველო! გილოცავთ ყველას დიდ გამარჯვებას! საქართველომ რუსეთს დავა მოუგო!“ – დაწერა წულუკიანმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე. მისივე თქმით, ასეთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი დოკუმენტი საქართველოს არასოდესჰქონია, რადგან „ის სამართლებრივად უპირისპირდება საქართველოს განუყოფელინაწილების „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ ყოველგვარ აღიარებასა და თვითაღიარებას“. „ეს ის სამართლებრივი დოკუმენტია, რომელიც საქართველოს სამართლებრივი დაპოლიტიკური პოზიციების რეალური გაძლიერების საშუალებას მისცემს ჩვენი ქვეყნისტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის გზაზე“,...

საქართველოში ეპიდსიტუაცია სტაბილურდება. ქვეყანა ვაქცინაციისთვის ემზადება

საქართველოში კორონავირუსის გავრჩელებასთან დაკავშირებით სიტუაცია თანდათანობით სტაბილურდება, რასაც ოფიციალური სტატისტიკის მონაცემები ადასტურებს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული...

საქართველოს პარლამენტში შესვლის სურვილი კიდევ ორმა პარტიამ გამოხატა

საქართველოს პარლამენტში შესვლის სურვილი კიდევ ორმა ოპოზიციურმა პარტიამ გამოხატა და ამასთან დაკავშირებული საკუთარი გეგმების შესახებ...

საქართველოს პარლამენტს მთავრობის შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა წარედგინა

საქართველოს მთავრობის ახალი შემადგენლობა ცნობილია. პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი გახარიამ (რომელიც მმართველი პარტია „ქართული ოცნების“...