Политика

საქართველო: არჩევნებით  უკმაყოფილო ოპოზიცია საპროტესტო აქციებს აანონსებს

31 ოქტომბრის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო ოპოზიციამისთვის მიკუთვნებულ საპარლამენტო მანდატებზე უარს აცხადებს და საწყის ეტაპზესაქართველოს დედაქალაქში მასშტაბურ საპროტესტო აქციებს აანონსებს. წინასწარი შედეგები, რომლებიც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ჯერ კიდევ 1 ნოემბერსგამოაქვეყნა და რომლის მიხედვითაც პარლამენტში 9 საარჩევნო სუბიექტი მოხვდა, არცერთმა ოპოზიციურმა პარტიამ არ აღიარა და მთლიანად არჩევნები გაყალბებულად, ხოლოასეთ ვითარებაში არჩეული მე-10 მოწვევის პარლამენტი არალეგიტიმურად გამოაცხადა. 17 მაჟორიტარულ ოლქში 21 ნოემბრისთვის დანიშნულ არჩევნების მეორე ტურშიმონაწილეობასაც არ  აპირებს. ოპოზიციის რიგებში 3 სხვადასხვა ფრთა გამოიყო. ერთ-ერთი, ყველაზე მრავალრიცხოვანიექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ირგვლივგაერთიანდა. პირველივე საპროტესტო გამოსვლა ამ ოპოზიციურმა გაერთიანებამ თბილისში, პარლამენტის წინ 1 ნოემბერს მოაწყო და ხელისუფლება საკუთარი ამომრჩევლების ხმებისმოპარვასა და არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულა. მომდევნო მრავალრიცხოვანისაპროტესტო მიტინგი კი 8 ნოემბრისთვის დანიშნა და განაცხადა, რომ ეს  ამ ხელისუფლებისდა ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის პარტიისთვის დასასრულის დასაწყისი იქნება. ნაცმოძრაობის ინიციატივით, ოპოზიციური პარტიების უმეტესობამ ხელი მოაწერაგანცხადებას, რომლითაც ოპოზიცია 31 ოქტომბრის არჩევნებს გაყალბებულად აცხადებს, მისთვის გამოყოფილ მანდატებზე უარს ამბობს და განმეორებითი არჩევნების ჩატარებასითხოვს. იმპროვიზირებული დოკუმენტის ხელმოწერის ცერემონიალი ოპოზიციური „მთავარიახრის“ 1 ნოემბრის საღამოს პირდაპირ ეთერში აჩვენეს, სადაც ოპოზიციური პარტიებისლიდერებს შორის მცირე დაპირისპირებები და კამათიც მოხდა. თუმცა განცხადებას ხელიყველა მონაწილემ მაინც მოაწერა. ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიას, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ოპოზიციაციხით ემუქრება, სადაც ასევე, მათი თქმით, ამ არჩევნების ყველა გამყალბებელიაუცილებლად მოხვდება. კვირის აქციამდე ტელევიზიებსა და სოციალურ ქსელებში გრძელდება პროპაგანდისტური დასამობილიზაციო კამპანია დევიზით „ვაჩვენოთ ჩვენი ძალა უზურპატორს, გადავარჩინოთსამშობლო! კვირას, 15:00 საათზე ყველას რუსთაველის გამზირზე გელოდებით!“ არჩევნების შედეგებით უკმაყოფილება იმავე დღეს „ქართული მარშის“ წევრებმაც გამოხატეს, თუმცა „ნაციონალების“ პროტესტს ისინი არ უერთდებიან და ბრძოლას საკუთარი ხმებისთვისდამოუკიდებლად აპირებენ. ამ არჩევნებისთვის დაწესებული დაბალი 1% ბარიერისმიუხედავად, „ქართულ მარშს“ მე-10 მოწვევის  პარლამენტში  ერთი მანდატიც არ ერგო. „ხმების დაცვა“ მათ 1 ნოემბერს მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ოფისთანმცირერიცხოვანი, მაგრამ საკმაოდ ხმაურიანი პიკეტირებით დაიწყეს. მართლწესრიგიცდაარღვიეს და პოლიციის თანამშრომლებთან დაპირისპირებაშიც შევიდნენ, რის გამოც ამაქციაზე პარტიის რამდენიმე მხარდამჭერი დააკავეს. როგორც „ქართული მარშის“ ლიდერებიაცხადებენ, ბრძოლის შეწყვეტას ისინი არ აპირებენ, თუმცა სააკაშვილის პარტიის მიერგამოცხადებულ აქციას არ უერთდებიან და  ამ „დანაშაულებრივ ძალას“, ისევე, როგორც„ქართულ ოცნებას“ მხარს არ უჭერენ. საკუთარი ბრძოლა გაყალბებული არჩევნების წინააღმდეგ „პატრიოტთა ალიანსმაც“ დაიწყო. პარტიამ, რომელსაც წინა მოწვევის პარლამენტში ხელისუფლების სატელიტად მიიჩნევდნენდა „პრორუსულ ძალას“ უწოდებდნენ, ამჯერად ხმების მხოლოდ 3,14% მიიღო და, წინასწარიმონაცემებით, მას 3 მანდატი ერგო. მაშინ როდესაც წინა მოწვევის პარლამენტში„პატრიოტები“ 6 დეპუტატით და საკუთარი ფრაქციით იყვნენ წარმოდგენილი. „ნაცმოძრაობიდან“ წამოსული არაერთი პირდაპირი თუ ირიბი მოწვევის მიუხედავად, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის პარტიის მიერ დაანონსებულ მიტინგს „პატრიოტთა ალიანსი“ არუერთდება და მანდატებზე უარის თქმისა და ხელახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით„ნაცმოძრაობის“ მიერ ინიცირებულ განცხადებას ხელს არ აწერს. ამავე დროს, გაყალბებულიარჩევნების წინააღმდეგ ბრძოლას ისეთივე მეთოდებით, საპროტესტო აქციებით აპირებს. პირველი ასეთი დამოუკიდებელი საპროტესტო აქცია „პატრიოტებმა“...